წვეთოვანი სისტემა

გლობალური დათბობის პირობებში მცენარისთვის წყლის მიწოდება სულ უფრო აუცილებელი ხდება.  თუმცა ირიგაციის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება და მცენარის სწორად მორწყვა. ხშირ შემთხვევაში ფერმერისთვის სავალალო შედეგს იძლევა როგორც წყლის ნაკლებობა, ისე ჭარბი მორწყვა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია წვეთოვან სარწყავ სისტემას, რადგან მცენარს მიეწოდება წყლის ზუსტად ის რაოდენობა, რაც საჭიროა იდეალური ზრდისა და მსხმოიარობისთვის. წვეთოვანი სისტემის საშუალებით თანაბრად და დაკარგების გარეშე ნაწილდება სასუქიც.

Agrodevelopers წარმოადგენს კომპანია NETAFIM-ს, რომელიც მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ირიგაციის მიმართულებით. პირველად NETAFIM-მა დანერგა  წვეთოვანი სარწყავი სისტემები და ახორციელებს უდიდეს საირიგაციო პროექტებს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნეტაფიმი აგრეთვე გამოირჩევა ინოვაციური პროდუქტებით და მომხმარებელს ყოველწლიურად სთავაზობს ტექნოლოგიურ სიახლეებს.

წვეთოვანი სისტემის ძირითადი მახასიათებლები და ჩვენი სერვისები:

  • ბაღის და წვეთოვანი სისტემის ზუსტი დაპროექტება
  • მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების მონტაჟი
  • წყლის ტუმბოების მონტაჟი
  • საფილტრე სადგურის მოწყობა
  • სასუქის (ავტომატური) შემრევი ავზის მონტაჟი
  • მორწყვის სისტემის დისტანციური მართვის უზრუნველყოფა
  • მეტეო სადგურისა და ტენსიომეტრის მონტაჟი

NETAFIM – ს მხარდაჭერით აგროდეველოპერსი რამდენიმე წელია ახორციელებს მაღალტექნოლოგიური ირიგაციის სისტემების მონტაჟს საქართველოში. ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი ტქენიკურ განყოფილებაში და პროექტების მონტაჟი ხორციელდება მაღალკვალიფიციურად.

წვეთოვანი სისტემების გარდა აგროდეველოპერსი ახორციელებს მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების მონტაჟს. კომპანიას უკვე არაერთი ასეთი პროექტი აქვს შესრულებული.

წვეთოვანი სისტემის უპირატესობები:

  • წყლის მოხმარების შემცირება – მცენარეს მიეწოდა ზუსტად იმდენი წყალი რაც მას ესაჭიროება იდეალური შედეგის მისაღწევად
  • ადამიანური რესურსის დაზოგვა
  • ამცირებს სარეველებს – ვინაიდან მცენარეებს შორის ადგილები წყალს არ მიიღებს, სარეველების წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.
  • ჯანმრთელი ფოთლები – ზედაპირული მორწყვის შემთხვევაში მცენარის ფოთლები დიდ ხანს რჩება სველი, რაც ხელს უწყობს სოკოების გაჩენას. მიზნობრივი წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში კი ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
  • ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას
  • საკვები დანამატების სწორად გადანაწილება დანაკარგების გარეშე

აგრო დეველოპერსი სარწყავი სისტემის პროექტირებას ახორციელებს Irricad-ის(https://www.irricad.com/) საშუალებით. Irricad-ის პროგრამა საშუალებას იძლება გამოვთვალოთ ზუსტად ისეთი სარწყავი სისტემა და იმდენი წყლის მიწოდება, როგორსაც გეგმავს აგრონომი პლანტაციაში. პროექტის დიზაინი კეთდება საკმაოდ დეტალური, სადაც მომხმარებლისთვის მითითებულია ყველა დეტალი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

©2025 Keti’s Academy